10 პროდუქტი, რომელიც მარტში გაიაფდა

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ მარტში, საქართველოში მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა. სხვა ყველა პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ინფლაციის მაჩვენებელშიც აისახა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:

 

ნიორი - 42.7%-ით;

კარტოფილი - 33.8%-ით;

ლიმონი - 23.9%-ით;

ხახვი - 22.8%-ით;

ქლიავი - 22.8%-ით

ჭარხალი - 22.3%-ით;

ვაშლი - 18.6%-ით

ატამი - 18.5%-ით

კიტრი - 16.4%-ით;

ყურძენი - 15.9%-ით;

4-04-2021, 22:02    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი