Tesla Cybertruck-ს კარის სახელურები არ ექნება

კომპანია Tesla-ს თავკაცმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტივტერში Cybertruck მოდელის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ სერიულ მოდელს არ ექნება კარის სახელურები.

 

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ემზადება საზოგადოებას წარუდგინოს ელექტროპიკაპის Cybertruck სერიული ევრსია, რომლის პროტოტიპი ჯერკიდევ 2019 წლის შემოდგომაზე ვიხილეთ. ბრუტალური ელექტრომობილი მიიღებს მთელ რიგ ცვლილებებს გარეგნობაში, თუმცა რა სახის ამის შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

 

პერიოდულად ილონ მასკი ტვიტერში ცალკეულ მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის შეკითხვებზე პასუხობს და ჯამში აქედან ხდება შემდეგ ცნობილი გარკვეული დეტალების შესახებ. ასე მაგალითად ერთ-ერთი მსგავსი შეკითხვის დროს 

მან თქვა რომ სერიული მოდელი გარეგნუალდ განსხვავებული გამოვიდოდა კონცეპტისგან, ახლა კი გავიგეთ რომ მას კარის ტარდიციული სახელურებიც კი არ ექნება. თუ როგორ გაიხსნება მისი კარები უცნობია, მასკს დამატებით ამაზე არ უსაუბრია.

 

 

ავტორი:autobild.ge

 

4-04-2021, 21:58    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი