რატომ გახდა პრადას ფეხსაცმელი ყველაზე მოთხოვნადი

მადლობა მიუჩა პრადას და რაფ სიმონს გენიალური დიზაინისთვის…

პირველი ერთობლივი ჩვენების შემდეგ რაფ სიმონსის და მიუჩა პრადას ბრენდის თაყვანისმცემელმა იაპონურ ქალაქ ნარადან მოდის ტანდემს ყველაზე განხილვადი კითხვა დაუსვა: „«What is Prada-ness?» კონკრეტული პასუხის ფორმულირება არც მიუჩას და არც რაფს გამოუვიდა: „შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის ეს. მაგრამ ის ნამდვილად სახეზეა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ არსებობს კიდეც“. პასუხი კი სპორტულ ესთეტიკასა და გლამურში იმალება, რომელიც მიუჩამ მოიფიქრა და არაერთხელ გადააკეთა თავის მოდურ სახლში.

სპორტის და გლამურის ხსენებაზე, სავარაუდოდ წარმოიდგინეთ ბრენდის აუთდორ ხაზი Linea Rossa, თუმცა სინამდვილეში სპორტული ელემენტების პოვნა პრადას ნებისმიერ პრეტ-ა-პორტე კოლექციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, უბრალოდ მეტი ყურადღება გმართებთ. გაიხსენეთ თუნდაც გაზაფხული-ზაფხული 2014-ის კოლექცია, მიუჩამ ფხრიწებიანი ფეხსაცმელები წარუდგინა საზოგადოებას რეზინის ქუსლზე. 2019-2020-ში ახალი ჰიტი შექმნა კვლავ ფხრიწებზე, თუმცა ამჯერად ამობურცული ქუსლით, გეომეტრიული პრინტით რაც Nike Air Max-ს მოგაგონებთ.

582b4ffa65256b0d374ecfc127619f97-1617274565.jpg

ამ სეზონზე სპორტული გლამური გრძელდება, უბრალოდ გონებრივ შტურმს რაფ სიმონსი შეუერთდა. საბოლოო შედეგი კი კლასიკური სლინგბექები გახდა პატარა ქუსლზე ბრენდის ლოგოტიპით. ეს მოდელი პირდაპირ 1990-იანებში გამოშვებული ვარიანტის ციტირებაა.

ef99bf5af1027930d77bc68895d754e0-1617274565.jpg

ვარდისფერ მოდელს ამშვენებს ლოგოტიპი სამკუთხედი ვარდი, რომელიც ხელით არის ნამუშევარი და იმეორებს 1950-იანების სტილს, ხოლო სლინგბექები შავში, ნარინჯისფერში, ყვითელსა და კიდევ რამდენიმე მკვეთრ ფერში ნეონის დელატებით ბეჭდური ტექნიკით არის შესრულებული.

მართალია მოდის სახლს არ გაუკეთებია კომენტარი თუ რა რაოდენობა გაიყიდა ამ დრომდე, თუმცა ეჭვი გვაქვს საგაზაფხულო კოლექციის აბსოლუტური ჰიტი სწორედ ეს სლინგბექებია. მოდური წვეულებები, შეკრებები, დაჯილდოვებები სავსე იყო მსგავსი მოდელებით ისე როგორც პრადას ნეილონის ჩანთა ჰქონდა ყველა მოდის მიმდევარ გოგოს გასულ წელს.

რამ გამოიწვია მთელი ეს აჟიოტაჟი? რა თქმა უნდა არაორდინალურმა დიზაინმა და 1990-იანების სტილის გამეორებამ, მიუჩა და რაფი კი როგორც ჩანს კვლავ ტრენდში მოექცნენ.

 

წყარო

1-04-2021, 21:53    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი