Apple ექსტრემალური სპორტის მიმდევრებისთვის საათების ახალი ხაზის ჩაშვებას გეგმავს

Apple განიხილავს შესაძლებლობას წარმოებაში ჩაუშვას Apple Watch-ის ახალი ხაზი, რომელსაც ექნება მყარი კორპუსი და მოერგებათ სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმდევარებს.

 

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

მისი მონაცემებით, კომპანიაში მსგავსი მოდელის გამოცემის შესახებ მსჯელობა უკვე დაწყებულია და მისი გამოშვება შესაძლოა მოხდეს ან 2021 წლის ბოლოს, ან 2022 წლის დასაწყისში.

 

სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი მოდელი გამოვა იმავე ფუნქციონალით, როგორიც აქვს კომპანიის ჩვეულებრივ სმარტ-საათებს, თუმცა, მიიღებს დამატებით სიმყარეს და დარტყმისგან უზრუნველყოფას.

 

სააგენტოს წყაროები არც იმას გამორციხავენ, რომ კომპანიამ უარი თქვას ამ ტიპის საათის შექმნაზე. Apple-ის წარმომადგენლები აღნიშნულზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

 

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ გასულ წელს Apple Watch-ის გაყიდვებიდან კომპანიამ 30 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

31-03-2021, 23:27    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი