10,48 პუნქტით გაზრდის შემდეგ 1 წლამდე იპოთეკური სესხები ისევ გაიაფდა

2021 წლის იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ 1 წლამდე იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისევ შემცირდა.

 

სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 1-წლამდე სესხების საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22,96%-ს, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი ის 11,06%-მდე შემცირდა. უფრო ადრე კი, დეკემბერში აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე განაკვეთი 12,48%-ის ფარგლებში იყო. აღსანიშნავია ის, რომ ერთწლიანი ვადით გაცემულ სესხებში იპოთეკური კრედიტის წილი მცირეა.

 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს ვადიანობის მიხედვით, ასე გამოიყურება:

 

1-წლამდე: იანვარი - 22,96%, თებერვალი - 11,06%

1-დან 2 წლის ჩათვლით: იანვარი - 11, 37%, თებერვალი - 11,26%;

2-დან 5 წლის ჩათვლით: იანვარი 11,23%, თებერვალი - 11,03%;

5-დან 10 წლის ჩათვლით: - იანვარი - 11,02%, თებერვალი - 10,90%;

10 წელზე მეტი ვადით: იანვარი - 10,85%, თებერვალი - 10,62%.

26-03-2021, 23:42    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი