კანონი მეწარმეთა შესახებ მუხლი 4 - მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია

  მუხლი 4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია

 

 

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.

 

2. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

 

3. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.

 

3​1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემები რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს.

 

4. მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).

 

4​1 . მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად. ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები.

 

5. საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. 2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

 

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

 

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №382 – სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.62

 

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №835 – სსმ I, №10, 19.04.2001 წ., მუხ.36

 

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2507 – სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.157 

 

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 

 

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 

 

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4268 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.427 

 

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94

 

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5265 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.336

 

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

 

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262

 

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2457 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.369

 

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

24-03-2021, 22:39    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი