მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით, მალე საქართველოში

ჰიუნდაი ავტო საქართველო მალე ტუსანის ახალ, მეოთხე თაობას შოურუმში წარადგენს. ჰიუნდაის ბესტსელერი მოდელი ვიზუალურთან ერთად ტექნიკური მახასიათებლებითაც სრულად გარდაიქმნა და კომლექტაციების ფართო არჩევანს გვთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, პირველად საქართველოში, ტუსანი ცენტრში ჰიბრიდული ძრავითაც იქნება წარმოდგენილი. როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილებზე, ახალ ტუსანზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

 

 

მეოთხე თაობის Tucson-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური.

 

 

ახალი ტუსანის შთამბეჭდავი ექსტერიერის დიზაინი მოიცავს სპორტულ, ინოვაციურ, მკვეთრ და დინამიურ დეტალებს.

 

 

პირველ შთაბეჭდილებას ახდენს ფარული პარამეტრიული დღის მოძრაობის LED ნათება. უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ნახევრადსარკისებრი მაშუქები განთავსებულია რადიატორის ცხაურაში და შეუმჩნეველია გამორთულ მდგომარეობაში. ქრომირებული ცხაურის გეომეტრიული დიზაინი დღის ნათების ჩართვისთანავე ტრანსფორმირდება და უნიკალურ კონტურებს ქმნის.

 

 

 

ტუსანის დინამიური ექსტერიერის დიზაინი ხაზგასმულია პარაბოლის ფორმის ქრომირებული ზოლით, რომელიც იწყება გვერდითა სარკიდან და მიჰყვება ავტომობილს მთელ სიგრძეზე.

 

სრულად განახლებულია Tucson-ის უკანა ნაწილის დიზაინი, რომელიც იმეორებს პარამეტრიული უხილავი ნათების ესთეტიკას. ფართო LED განათების ხაზთან განთავსებულია ნახევრადსარკისებრი ემბლემა და უკანა მინის მწმენდი, რომელიც სახურავის კანტის სპოილერშია დამალული.

 

 

 

Tucson-ის რევოლუციური დიზაინი Hyundai-ს დიზაინის ახალი მიმართულების, "Sensuous Sportiness", დამსახურებაა. Sensuous Sportines-ის ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა ჰარმონიაში მოიყვანოს ავტომობილის არქიტექტურა, სტილი და ტექნოლოგია მომხმარებლის ღირებულებებთან.

 

 

ცვლილებებია ავოტმობილის ინტერიერშიც. ყურადღებას იქცევს განახლებული დიზაინი, ციფრული მოწყობილობები, ჭკვიანი სისტემების მრავალფეროვნება, გაზრდილი სივრცე და მაღალი ხარისხის მასალები.

 

ინტერიერი აღჭურვილია:

10.25 დიუმიანი სენსორული მონიტორით;

10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;

სრულად სენსორული წინა კონსოლით;

ღილაკებით მართვადი გადაცემათა კოლოფი;

3 ზონიანი კლიმატკონტროლი, Multi Air სისტემით;

განათება Mood light

8 USB პორტით თქვენი ციფრული მოწყობილობებისთვის;

Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;

სწრაფი უსადენო დამტენით.

Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერით;

მძღოლის სავარძლის მეხსიერება;

პანორამული ჭერით;

24-03-2021, 22:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი