შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე - „ტერასა ბაკურიანის“ აქცია 31 მარტამდე გრძელდება

გრძელ­ვა­დი­ა­ნი შიდა უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბა წი­ნას­წა­რი შე­ნა­ტა­ნის გა­რე­შე - ეს „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­აა,- რო­მე­ლიც მხო­ლოდ 31 მარ­ტამ­დე გრძელ­დე­ბა. შე­თა­ვა­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი წი­ნას­წა­რი შე­ნა­ტა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

ბა­კუ­რი­ა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტია, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც მო­თხოვ­ნა­დი რჩე­ბა. უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე კი ფა­სე­ბი კუ­რორტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო იზ­რდე­ბა: 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თა მსოფ­ლიო თა­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი სკი კროს­ში; 2023 წელს კი და­გეგ­მი­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მელ­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნე­სი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს.

2023 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა კუ­რორ­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბაც და შე­სა­ბა­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. მას­შტა­ბუ­რი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი პრო­ექ­ტი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ის ვი­ზი­ტო­რებს 2022 წლი­დან მი­ი­ღებს. ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ბა­კუ­რი­ანს სპორ­ტსმე­ნე­ბის, მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდი არ­მია ეს­ტუმ­რე­ბა, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან გა­სარ­თობ სერ­ვი­სებ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სრუ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით გა­წყო­ბილ აპარ­ტა­მენ­ტებს, სას­ტუმ­როს, რეს­ტო­რანს, ბავ­შვთა გა­სარ­თობ სივ­რცე­ებს, სა­პიკ­ნი­კე ზო­ნას და 15-მეტ­რი­ან და­ხუ­რულ აუზს, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ან­ში“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ის სერ­ვი­სი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც კომ­ფორტთან და ხა­რის­ხი­ან დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

„ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნი“ ბა­კუ­რი­ა­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ამი­რა­ნის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ შენ­დე­ბა. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის 50% რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას და­ეთ­მო­ბა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 4800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი.ასე­ვე, ხე­ლუხ­ლებ­ლად ნარ­ჩუნ­დე­ბა ახ­ლოს მდე­ბა­რე ტყე და ამი­რა­ნის პარ­კი, რო­მელ­თა­ნაც პრო­ექ­ტი მდე­ბა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­კუ­რი­ან­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს, რათა კუ­რორ­ტმა თა­ვი­სი სახე და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი შე­ნო­ბებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლია სი­მაღ­ლის შე­ზღუდ­ვა 15 მეტ­რამ­დე და 4-5 სარ­თულ­ზე მა­ღალ შე­ნო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვე­ბი არ გა­ი­ცე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან ხე­დე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამას­თან, სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა შე­ზღუ­დუ­ლია იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მელ­საც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ა­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ მწვა­ნე ზო­ნას სრუ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ვი­ზი­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, კუ­რორ­ტის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით კომ­პლექ­სის ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან დატ­კბ­ნენ და ბა­კუ­რი­ა­ნის უნი­კა­ლურ ტყე­ში გა­ი­სე­ირ­ნონ.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულს პი­რებს შე­უძ­ლი­ათ, „ტე­რა­სა ბა­კუ­რი­ანს“ თა­ვი­ან­თი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ტო­ვონ და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დე­ტა­ლებს პი­რა­დად გა­აც­ნო­ბენ.

23-03-2021, 21:46    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი