თიბისი ბანკმა “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა

დღეს “თიბისი ბანკმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გაზეთ “ასავალ-დასავალის” და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.

 

მოსარჩელეები მოითხოვენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პირის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემა. სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გაიგივებული გადაუმოწმებელი, ცრუ და დეფამაციური ხასიათის ცნობების გამოქვეყნებასთან. “

 

თიბისი ბანკი” და მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალისთვის“ დაკისრებულ თანხას სრულად მოახმარს თავისუფალი, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას. „თიბისი ბანკი“ აქვე აფრთხილებს „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერ შემთხვევაზე, დღეიდან მოითხოვს იმ ტირაჟის ამონაგებს სრულად მორალური ზიანის სახით.

 

netgazeti.ge

 

22-02-2014, 20:10    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი