“ფეისბუქმა“ ოქტომბერ-დეკემბერში 1.3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

 

ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში “ფეისბუქმა“ 1.3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ამასთან, კომპანიამ ასევე წაშალა 12 მილიონზე მეტი კონტენტი კოვიდ-19-სა და ვაქცინების შესახებ, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტებმა მონიშნეს როგორც დეზინფორმაცია.

 

“ფეისბუქის“ ინფორმაციით, დეზინფორმაციის გასაკონტროლებლად კომპანიის პლატფორმაზე 35 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

22-03-2021, 22:18    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი