ბაიდენს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ეტაპობრივად აკრძალვისკენ მოუწოდებენ

Reuters-ის ცნობით, კალიფორნიის შტატის სენატორები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, განსაზღვროს მკაცრი ვადა ბენზინზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილებისა და სამგზავრო მანქანების ეტაპობრივად აკრძალვის შესახებ, რადგან თეთრი სახლი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ ტრამპისდროინდელი შერბილებული წესების გადაწერას გეგმავს.

 

პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში დემოკრატი სენატორები ალექს პედილა და დაიან ფეინშტაინი წერენ, რომ მან უნდა მიმართოს კალიფორნიის შტატის მაგალითს და დააწესოს კონკრეტული თარიღი, როცა ყველა მსუბუქ ავტომობილსა და სამგზავრო სატრასპორტო საშუალებას ნულოვანი გამონაბოლქვის შემთხვევაში გამოიტანენ გასაყიდად. ისინი აგრეთვე, მოუწოდებენ ბაიდენს, რომ კალიფორნიის მსგავსად, ქვეყანაში ე.წ. სუფთა ავტომობილის სტანდარტი შემოიღოს.

 

სექტემბერში კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შტატის საჰაერო რესურსების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ 2035 წლისთვის კალიფორნიაში გაყიდულ ყველა სამგზავრო-საავტომობილო საშუალებას ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს.

 

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენი უარს ამბობდა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვების აკრძალვაზე, თუმცა პირობა დადო, რომ ელექტრომობილებისა და დამტენი სადგურების რაოდენობას მკვეთრად გაზრდიდა. იანვარში მან განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ფედერალური მთავრობის ავტოპარკის 650 ათას ავტომობილს ამერიკაში წარმოებული ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს. პრეზიდენტის რანგში მუშაობის დაწყებიდან მოკლე ვადაში, ჯო ბაიდენმა აშშ-ს სააგენტოებს დაავალა, ივლისამდე საწვავის ეფექტიანობის სტანდარტებს გადახედონ.

 

კალიფორნიის სტანდარტს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ 13 სხვა შტატი და კოლუმბიის ოლქი მისდევს, რაც აშშ-ს მოსახლეობის 40%-ზე მეტს შეადგენს. იანვარში General Motors-მა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების გაყიდვების შეწყვეტას აპირებს. Volvo-მ , Zhejiang Geely Holding Group-მა და Ford-ის ევროპულმა ჯგუფმა განაცხადეს, რომ 2030 წელს მათი საავტომობილო შემადგენლობა მთლიანად ელექტრონული იქნება.

22-03-2021, 22:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი