გამოვლენილია ევროპის „წლის ავტომობილი 2021“ გამარჯვებული

ტრადიციულად ყოველი წლის გაზაფხულზე ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონზე პრესტიჟული ჯილდოს ევროპის წლის ავტომობილის ტიტულის მფლობელები ვლინდებაინ. Car of the Year კონკურსი წელს ტარდიციული ფორმით არ ჩატარებულა, ვინაიდან ის ონლაინ გაიმართა.

 

წლევანდელი გამარჯვებული გახდა მცირელიტრაჟიანი Toyota Yaris.

 

თავიდან, სულ პრემიაზე წარდგენილი იყო 29 ავტომობილი, რომლებიც შესაბამის მოთხვნებს აკმაყოფილებდნენ, აქედან ფინალში გავიდა 7 მოდელი: Citroen C4, Cupra Formentor, Fiat 500, Land Rover Defender, Skoda Octavia, Toyota Yaris და Volkswagen ID.3.

 

ჟიურის წევრებისგან ყველაზე მეტი ხმა Toyota Yaris-ს ერგო, მან 266 ქულა მოიპოვა. მოდელმა მოწონება 

დაიმსახურა იმის  გამოც, რომ მას აქვს როგორც ჰიბრიდული ვერსია ასევე დამუხტულიც. ხმის მიცემის შედეგად მეორე ადგილზე გავიდა ელექტრო Fiat 500 (240 ქულა), ხოლო მესამე ქროსოვერი Cupra Formentor (239 ქულა). ამის შემდეგ ჩამონათვალს აგრძელებენ Volkswagen ID.3 (224 ქულა), Skoda Octavia (199 ქულა), Land Rover Defender (164 ქულა) და Citroen C4 (143 ქულა).

 

გასულ წელს ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა ფრანგული Peugeot 208, რომელმაც აჯობა Tesla Model 3 და Porsche Taycan-ს.   2019 წელს კი გამარჯვების ტიტული მოიპოვა ელექტრომობილმა Jaguar I-Pace.

 

 

https://www.autobild.ge/

19-03-2021, 22:04    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი