დატენვის შესაძლებლობა და თითქმის ავტოპილოტი: Peugeot 308 თაობა შეიცვალა

კომპანიამ Peugeot წარმოადგინა ახალი თაობის ჰეჩბეკი 308. ფრანგული კომპანიისთვის ეს არის ნიშანდობლიცი პრემიერა: 308 გახდა Peugeot-ს პირველი მოდელი, რომელმაც მოირგო ბრენდის ახალი ლოგო, რომელიც ჰერალდიკურ ფარზე მოღრიალე ლომის გამოსახულების ფორმისაა. მესამე ტაობის ჰეჩბეკი შეიცვალა როგორც გარედან ასევე შიგნიდან, მოირგო საფირმო კოკპიტი, გახდა უფრო ტექნოლოგიური და მიიღო ერთდროუალდ ორი ჰიბრიდული ვერსია ჩვეულებრიდი დამტენიდან დამუხტვის ფუნქციით.

 

ახალი 308-ს ექსტერიერის დიზაინი ბრენდით თანამედროვე სტილისტიკასთან თანხვედრაშია მოყვანილი: მან მიიღო უჩარჩო რადიატორის ცხაურა, როგორც განახლებულმა ქროსოვერმა 3008, ოპტიკა ლომის ეშვების სტილში და უკანა ოპტიკა სამი ბრჭყალის 

ფორმის. სტანდარტულ კომპლექტაციაში, მთლიანი ოპტიკა არის დიოდის, ხოლო GT და GT Pack შესრულებაში მატრიცული ფარები.

 

რადიატორის ცენტრში განთავსებული ემბლემის უკან დამალულია მთვლელები და რადარები, რომლებიც ეხმარებიან მძღოლს. ნომრის ადგილმა გადაინაცვლა ქვემოთ, ხოლო მინაწერი 308 რადიატორზე გავხსენებს გასული საუკუნის 50-60-იან წლებს.

 

თაობის ცვლილებასთან ერთად Peugeot გაიზარდა ზომებშიც, თუმცა უფრო დადაბლდა. ასევე დაუპატარავდა საბარგული.

 

ავტომობილისთვის 7 შეფერილობაა ხელმისაწვდომი: Olivine Green, Vertigo Blue, Elixir Red, Pearl White, Ice White, Artense Grey და Perla Nera Black. ის ასევე გახდა ბევრად უფრო ტექნოლოგიური ვიდრე მისი წინამორბედი. ამასტან წლის ბოლოდან ის მიიღებს ნახევარდავტონომიურ სისტემას Drive Assist 2.0. მას ასევე ბევრად გაუმჯობესებული აქვს უსაფრთხოების სისტემები..

 

ევროპის ბაზარზე ახალი Peugeot 308 ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის 1,2 ლიტრიანი ძრავით PureTech   110 და 130 სიმძლავრეებით,ა სევე 130 ძალიანი დიზელის BlueHDi  1,5 ლიტრიანი ძრავით. უმცროსი აგრეგატი დაწყვილებულია 6-საფეხურიან მექანიკასთან დანარჩენი კი 8-საფეხურიან ავტომატთან. ამასთან ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდული ელემენტებიანი ვერსია, რა შემთხვევაშიც მხოლოდ ელემენტებზე ავტომობილებს 59 და 60 კმ მანძილის დაფარვა შეეძლება.

 

სიახლის წარმოება დაიწყება Peugeot-ს მიულუზის ქარხანაში საფრანგეთში. მისი გაყიდვები წლის მეორე ნახევრიდან მოხდება, მოგვიანებით კი ხუთკარიან მოდელს დაემატება უნივერსალი. ფასები მოგვიანებით გამოცხადდება.

 

https://www.autobild.ge/

 

 

19-03-2021, 22:02    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი