ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამის მტკიცებულება აქვს

ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმარი ძალადობაში ამხილა და განაცხადა, რომ ამის დამტკიცება შეუძლია. იგი მზადაა, შვილებთან ერთად მისცეს ჩვენება ბრედ პიტის წინააღმდეგ. ბრედ პიტთან დაახლოებული წყარო კი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მსახიობის რეპუტაციის შელახვისთვის კეთდება:

 

 

„ანჯელინას ბოლო ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდება წამოუყენებია. ის ბავშვებსაც იყენებდა იმისთვის, რომ ყოფილი ქმრისთვის ზიანი მიეყენებინა. დოკუმენტების გასაჯაროების ეს მცდელობაც სწორედ იმავე მიზანს ისახავს,“ - ამბობს წყარო.

 

 

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობა 2004 წელს ფილმის „მისტერ და მისის სმიტები“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. გამორჩეული გარეგნობის ამ წყვილს გულშემატკივრები სიყვარულით „ბრანჯელინად“ მოიხსენიებდნენ. 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მსახიობების განქორწინების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. არ არის გადაწყვეტილი მეურვეობის საკითხიც. როგორც ცნობილია, ბრედ პიტს სურს ბავშვებმა დროის ნახევარი მასთან გაატარონ.

 

 

ანჯელინა ჯოლიმ თებერვლის თვეში ბრიტანულ "ვოგთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ბრედ პიტთან დაშორება მისთვის მარტივი არ ყოფილა. ის ამ დრომდე ცდილობს, მოუშუშოს ეს იარა საკუთარ ოჯახს.

 

 

წყარო: www.cosmopolitan.com

19-03-2021, 21:46    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი