ქალმა, რომელიც ნახევარ ტონას იწონიდა ბავშვი იმსხვერპლა და 270კგ-ით დაიკლო

ამ ქალს ნახევარტონიან მკვლელად იცნობენ. ასეთი სახელი ამერიკელ მაირა როზალესს მას შემდეგ შეარქვეს, რაც ჭარბწონიანი ქალბატონი შემთხვევით დავარდა მის ორი წლის დისშვილზე და ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. მართალია მაირა უდანაშაულოდ სცენს, მაგრამ ქალმა ამ შემთხვევის შემდეგ მაინც გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და წონაში 270 კგ-ით დაიკლო.

 

უნებლიე მკვლელობა მაირამ, რომელიც მაშინ 455კგ-ს იწონიდა, ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაიდინა. სასამართლომ გაამართლა, მაგრამ როზალესმა თავი მაინც დამნაშავედ სცნო. აღსანიშნავია, რომ 2 წლის ელისიოსადმი გამოჩენილი უყურადღებობის გამო სასჯელს იხდის გარდაცვლილი ბიჭის დედა, მაირას და. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ სიკვდილის მიზეზი არა მაირას წონა, არამედ ის გახდა, რომ პატარას დედა გამუდმებით სცემდა.

მიუხედავად ამისა, მაირა თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. ორი საყვარელი ადამიანის (დის და პატარა ელისიოს) დაკარგვისგან გამოწვეული სევდა მისთვის ერთგვარი მოტივატორი გახდა. როზალესმა გადაწყვიტა ცხოვრება შეეცვალა და ჭარბ წონასთან ბრძოლა დაიწყო.

მან რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, გაიარა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და საბოლოოდ წონაში 270 კგ-ით დაიკლო.

22-02-2014, 20:02    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი