მოშუშული კალაბაში ქათმის ფილესთან ერთად

ამ გემრიელი და მარტივი რეცეპტის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა არ დაგეხარჯებათ. ქათმის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცის რბილი ნაჭრები. კალაბაში ამ კერძს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია აგროჰაბში.

 

 

ინგრედიენტები

 

400   გრამი კალაბაში

500   გრამი ქათმის ფილე

5   ს/კ ზეთი

4   კბილი ნიორი

2   ცალი მშრალი წიწაკა

1   თავი წითელი ხახვი

5   ღერი ქინძის ბოლოები

1   ს/კ სოიოს სოუსი

1   ს/კ სეზამის ზეთი

 

რეცეპტის მომზადების საფეხურები

 

კალაბაში გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

 

 

გავამზადოთ ბოსტნეული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა - ქინძის ბოლოები, მშრალი წიწაკა და ნიორი კი მსხვილად.

 

 

გავამზადოთ წინასწარ მოხარშული ქათმის ფილე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

 

 

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი, შემოვდგათ ქურაზე და გავაცხელოთ. ზეთი რომ დუღილს დაიწყებს ჩავუმატოთ წიწაკა, ქინძი და ნიორი, ვშუშოთ მანამ სანამ ნიორი მოოქროსფრო/მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩავუმატოთ დაჭრილი კალაბაში, კარგად ამოვურიოთ და გავაჩეროთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

 

 

ბოლოს ტაფაში ჩავამატოთ ქათმის ფილე, მოვასხათ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი და დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი წყალი. რამოდენიმეჯერ კარგად ამოვურიოთ. კერძი მზად არის, გემრიელად მიირთვით!

 

https://kulinaria.ge/

17-03-2021, 20:22    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი