ბორის ჯონსონმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის 4-ეტაპიანი გეგმა წარადგინა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, შეზღუდვები 4 ეტაპად შემსუბუქდება, რომელთა შორის მინიმუმ 5-კვირიანი ინტერვალები იქნება.

 

 

ჯონსონმა აღნიშნა, რომ 8 მარტიდან ქვეყანაში სკოლებსა და კოლეჯებში გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩატარდება, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის კი პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.

 

 

ამასთან, თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს უფლება მიეცემათ პერიოდულად ერთი ახლობელი მოინახულონ.

 

 

29 მარტიდან ღია სივრცეში შეკრების უფლება ერთდროულად მაქსიმუმ 6 ადამიანს ექნება. ამასთან გაიხსნება ღია ცის ქვეშ არსებული სპორტული მოედნები.

ბორის ჯონსონმა კვლავ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცია და სახლიდან მუშაობა განაგრძონ.

22-02-2021, 22:39    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი