თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 14 პირი დააკავეს, რომლებსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედაქალაქ ანკარაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 21 პირი იმყოფებოდა, აქედან 14 ეჭვმიტანილი დაკავებულია, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია გრძელდება.

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“(„დაეში“) ტერორისტულ ორგანიზაციად 2013 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ დაჯგუფებამ თურქეთში არაერთი თავდასხმა მოაწყო, რასაც, საერთო ჯამში, 315 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

22-02-2021, 22:33    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი