თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

 

პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტისბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი,  - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.

 

ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

 

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი.

 

„თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ.

 

სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

 

"თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებსმოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარიათეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინაგარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისასაბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისაამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნარაცვფიქრობერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია“,  - საბა ამირიძე, სტუდენტი.

 

პროექტი - „თიბისი კემპი“ უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

22-01-2021, 18:44    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი