აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

თიბისიმსაქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებშიანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი“ შექმნა.

 

 

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერაპროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავასამხატვრო მიმართულება thecrux.tv- ეკუთვნისსპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკირომლის მუსიკა NIMIT_TA-ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნაანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata- Sisona Darchia [TBA Rework]. 

ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.

საქართველო - მუზეუმი“ მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობააანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს  საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე

მართალიაანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშიათუმცა ის ექსპონატებირომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის,  აქ და ახლაჩვენთან სულ ახლოსსაქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული

ზეზვა და მზიამცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხიშესაბნევები ცხენის გამოსახულებითდიადემა და სასაფეთქლეებიარწივის ფიგურადავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი,  თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარითრიალეთის თასიდავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი“, ფიროსმანის „გოგონა ბუშტით“, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენასაქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი

ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობსსისწრაფესაცმოქნილობასაცდროც ცოტა აქვს.  ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდესამიტომვიფიქრერომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღებარაღაცითჩვენი ისტორიაც ასეაყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვსსაინტერესო საფიქრალი იყოჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდახომ კარგი“, - მწერალიაკა მორჩილაძე.  

ანიმაცია - „საქართველო - მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებსროგორებიცაა ახალი თაობაკულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებშითიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძურირომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეაინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგებისახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს.

აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი“ აქ, ახლა - https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/1028342370922136/?type=2&theater

 

18-09-2020, 18:02    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი