"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

"დაკრძალვაზე მივიდა ის კაცი, დაიჩოქა და უთხრა: შენ სიკვდილი სიცოცხლეში გადამიცვალეო..." - ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის უცნობ დეტალები

14 ივ­ნი­სი სა­ბე­დის­წე­რო დღეა ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის, მუნ­ჯი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის ნატო ვაჩ­ნა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში... 114 წლის წი­ნათ, 1904 წლის 14 ივ­ნისს, ვარ­შა­ვა­ში და­ი­ბა­და ნატო ვაჩ­ნა­ძე და 1953 წელს, სწო­რედ ამ დღეს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში, როცა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და...

 

ნატო ვაჩ­ნა­ძემ 25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი 1923 წელს მი­ი­ღო ფილმში "მა­მის მკვლე­ლი". 19 წლის ნატო კი­ნო­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა, მას მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უოც­ნე­ბია. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ნამ ფილმში გა­და­ი­ღებ­დნენ ნატო ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი-ვაჩ­ნა­ძი­სა, კი­ნო­ში მხო­ლოდ ერთხელ იყო ნამ­ყო­ფი, ფილ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერც გაძ­ლო და დარ­ბა­ზი სე­ან­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ტო­ვა. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ იმ დრო­ის მუნჯ ფილ­მებს სხი­ვი აკ­ლდათ... ამ დროს ნა­ტომ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ ამ სხივს ქარ­თულ კი­ნო­ში ის შე­მო­ი­ტან­და...

 

1923 წელს, რო­დე­საც მუნ­ჯი კი­ნოს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ამო ბეკ-ნა­ზა­რო­ვი ახა­ლი ფილ­მის­თვის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ეძებ­და, რუს­თა­ველ­ზე, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, შიხ­მა­ნის სა­ხე­ლოს­ნოს ჩა­უ­ა­რა გვერ­დი, სა­დაც მისი ყუ­რა­დღე­ბა ქა­ლის ფო­ტომ მი­იქ­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალ­მა ფოტო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ი­ღო, ფო­ტოს ასლი ფო­ტოგ­რაფ­მა და­ი­ტო­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­ფი­ნა. უც­ნო­ბი ქალი კი მე­უღ­ლეს­თან, თენ­გიზ ვაჩ­ნა­ძეს­თან ერ­თად (რომ­ლის გვარ­საც ვაჩ­ნა­ძე და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და) მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში, გურ­ჯა­ან­ში იყო წა­სუ­ლი.

 

ერთ-ერთ სა­ღა­მოს გურ­ჯა­ან­ში ნატო ვაჩ­ნა­ძის მშობ­ლე­ბის, ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი გა­მოჩ­ნდა - ის ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი შაქ­რო ბე­რიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც უც­ნო­ბი ქა­ლის მო­ძებ­ნა და­ე­ვა­ლა. კაცი ოჯა­ხის წევ­რებს გა­ეც­ნო, უთხრა რომ კი­თხვა-კი­თხვით მი­აგ­ნო მათ და რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის. ნა­ტომ წი­ნა­და­დე­ბა სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო, მისი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­აჩ­ნდათ, თუმ­ცა ისი­ნი და­ი­თან­ხმეს და 1923 წელს ნატო ვაჩ­ნა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეკ­რა­ნებ­ზე ორი ფილ­მი გა­მო­ვი­და. "მა­მის მკვლე­ლის" და "არ­სე­ნა ყა­ჩა­ღის" პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, მას უკვე ქუ­ჩა­ში ცნობ­დნენ. სულ ცოტა ხან­ში ნატო ვაჩ­ნა­ძე საბ­ჭო­თა ეკ­რა­ნის მე­გა­ვარ­სკვლა­ვი გახ­და...

15-06-2020, 17:24    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი