რომელ დაწესებულებებშია სავალდებულო პირბადის ტარება და ვის არ ეხება რეგულაცია?

მთავ­რო­ბამ გან­სა­ზღვრა და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. მთავ­რო­ბის ადი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, კონ­კრე­ტუ­ლად რა ად­გი­ლებ­ში იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა 15 ივ­ნი­სი­დან 15 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით:

 

“მი­ვი­ღეთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა ის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ასე­ვე ზო­გი­ერ­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წეს­და გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, კერ­ძოდ ამ ადა­მი­ა­ნებს პირ­ბა­დის არ­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ და­ე­კის­რე­ბათ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

 

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ სად არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, არ­ჩე­უ­ლი იქნა ის ად­გი­ლე­ბი, ის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კე­ბია, კერ­ძოდ:

 

პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სა­ღებ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად არ­სე­ბობს შე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა იყ­რის თავს ადა­მი­ა­ნე­ბის

სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე თავ­შეყ­რი­სას. იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია 2 მეტ­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, მათ შო­რის ხალ­ხის­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს, უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა

შეხ­ვედ­რებ­ზე თავ­შეყ­რი­სას გა­მომ­სვლელს, მომხსე­ნე­ბელს შე­უძ­ლია არ გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ბა­დე გა­მოს­ვლი­სას, მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად ვგუ­ლის­ხმობ ისეთ შემ­თხვე­ვას, რო­გორ­შიც ახლა მე ვიმ­ყო­ფე­ბი, თუ ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ლიფ­ტებ­ში, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრებ­ში

ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა მეტ­რო და ტაქ­სე­ბი

აგ­რეთ­ვე, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ად­გენს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, აქ ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, აქაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო”, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

 

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი არ შე­ე­ხე­ბათ 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს, აგ­რეთ­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბათ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს და კი­დევ გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რებს, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­უძ­ლი­ათ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

15-06-2020, 17:05    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი