თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართებამთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობათუმცაფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლებიგამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.

 

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSxპირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

 

ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებალიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.

 

წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაცრომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებსახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთანსაბავშვო პროგრამაპროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობითსაგამომცემლოპროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“.

 

წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

 

2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთიშესაბამისადწიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობითრამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამასრომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.

 

31 მაისსბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობითთბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელიქართველითურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობითაღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები.

 

ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის - „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ.

 

თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობასთითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებსწიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზესაგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი - http://www.gpba.ge

 

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება.

 

 

25-05-2020, 17:23    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი