თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა. 

 

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავსრომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

 

დაზღვეული რისკებიასეტყვაწყალდიდობაქარიშხალისაშემოდგომო ყინვადაზღვეული კულტურებიამარცვლეულიპარკოსნებიბოსტნეულიბაღჩეულიხეხილიკაკლოვანი კულტურები და ვაზი.

 

სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია. 

 

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლიავინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალისავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარსმარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 30 ჰექტარს.

 

თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე დაზღვიოამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%- ფერმერი თავად გადაიხდის.

 

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

8-05-2020, 18:09    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი