მადონა: Covid-19-ს არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ, ყველანი ერთ ნავში ვართ

მადონამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ახალი კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის "საუკეთესო გამათანაბრებელია".

 

პოპ ვარსკვლავს ვიდეო აბაზანაში აქვს ჩაწერილი და მუსიკის ფონზე საუბრობს.

 

"Covid-19-ის ვირუსს არ აინტერესებს რამდენად მდიდარი ხარ, რამდენად ცნობილი ხარ, რამდენადაც სასაცილო და ჭკვიანი ხარ, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, რამდენად შესანიშნავი ისტორიების მოყოლა შეგიძლია.

 

ის საუკეთესო გამათანაბრებელია და რაც მასში საშინელებაა, ასევე დიდებულია. ვირუსთან დაკავშირებული საშინელებაა, რომ მის წინაშე მრავალმხრივ ყველანი თანასწორები ვართ და რაც დიდებულია მასში არის ასევე ის, რომ მის წინაშე მრავალმხრივ ყველანი თანასწორები ვართ", - ამბობს მადონა.

 

მომღერალს ვიდეოს აღწერად - "არა დისკრიმინაცია - Covid-19" - უწერია.

 

"როგორც ვამბობდი, ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. თუ ის ჩაიძირება, ყველა ჩავყვებით", - ამბობს მადონა ბოლოს.

24-03-2020, 00:40    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი