"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

"დედა რომ გარდაიცვალა, მამა სამსახურში აღარ დადიოდა... გადაგვატანინა ეს ტრაგედია" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახზე მისი ქალიშვილი

მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ბრი­ფინ­გებს ელო­დე­ბა. საქ­მის მიღ­მა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის სფე­რო­ში ქვეყ­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს.

 

ამ­ჯე­რად პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ოჯახს გა­გაც­ნობთ. 67 წლის მეც­ნი­ე­რი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე - მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი 2011 წელს, სიმ­სივ­ნით და­ე­ღუ­პა. წყვილს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც დე­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მა­მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

 

2017 წელს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ბი­ო­ლოგ ხა­თუ­ნა გო­გე­ლი­ა­ზე იქორ­წი­ნა.

 

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გილ­ქს ქა­ლიშ­ვილს ლიზი იმ­ნა­ძეს ესა­უბ­რა. მისი ტყუ­პის­ცა­ლი ტატა, მა­მის გზას გაყ­ვა.

 

- მე და ტატა ტყუ­პე­ბი ვართ. სხვა­თა­შო­რის ტატა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს, მას ჯერ კი­დევ ბავ­შო­ბი­დან ჰქონ­და მა­მის პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. პა­ა­ტა ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, თით­ქმის სულ სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, შა­ბათ-კვი­რას გა­მო­ე­ნა­ხა დრო და სად­მე წა­ვეყ­ვა­ნეთ. ვსე­ირ­ნობ­დით ვა­კის პარკში, რო­გორც შე­ეძ­ლო ისე გვით­მობ­და დროს.

 

მა­შინ ვი­ცო­დით, რომ მამა დი­რექ­ტო­რი იყო (1992 წლი­დან იმ­ნა­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ, ავტ.) და ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად ჩან­და. ჩვენ­თვის მამა იყო ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა კი­თხვა­ზე ჰქონ­და პა­სუ­ხი.

 

 

- დები გუ­ლახ­დი­ლე­ბი იყა­ვით მა­მას­თან?

 

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მა­მას­თან არ ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან გამ­გე­ბი იყო, გვენ­დო­ბო­და და არა­სო­დეს არ ჰქო­ნია ის მო­მენ­ტი, მშობ­ლებ­მა რომ იცი­ან მე­გობ­რებ­თან "ჩა­მო­რეკ­ვა". ჩვენც არა­სო­დეს ვა­ტყუ­ებ­დით. თან როცა ჩვენ­თან ერ­თად იყო, იმ­დე­ნად ავ­სებ­და იმ დროს, ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ღაც დავ­კარ­გეთ მა­შინ. ახ­ლაც ასეა, ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავს დროს, მო­ვი­დეს და მნა­ხოს მეც, ჩემი შვი­ლე­ბიც.

 

- დე­და­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დედა გყავ­დათ...

 

- დედა მაკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი მხატ­ვა­რი იყო. დე­დას­თან უფრო მეტ დროს ვა­ტა­რებ­დით. ბავ­შვო­ბა­ში ყველ­გან თან დავ­ყავ­დით, სა­დაც და­დი­ო­და. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ოჯახს ერ­თად დას­ვე­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ოთხი­ვე თუ შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით და სად­მე წა­ვი­დო­დით...

 

ძა­ლი­ან მომ­წონს ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა დე­დას მამ­სგავ­სებს. რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა სხვა სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნით მა­მას­თან. სამ­სა­ხურ­ში აღარ და­დი­ო­და და სულ ჩვენ­თან იყო. რო­გორც შე­ეძ­ლო, მარ­ტი­ვად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ტრა­გე­დია. ერ­თმა­ნე­თი გვყავ­და, ასე გა­მო­ვი­და.

 

- თქვენ სწავ­ლას თუ აკონ­ტრო­ლებ­და მამა?

 

- პა­ა­ტას სკო­ლა­ში კრე­ბებ­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ არ ეცა­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი იყო. აკონ­ტრო­ლებ­და ჩვენ კვე­ბას. გა­ზი­ან სას­მე­ლებ­ზე ახ­ლაც მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, რას აკე­თებ შვი­ლო, ამას რო­გორ სვა­მო.

 

ავად რომ ვხდე­ბო­დით, მა­მამ იცო­და რო­დის რა წა­მა­ლი უნდა მო­ე­ცა. ახ­ლაც ჩემ შვი­ლებს რო­გორც კი სი­ცხე მის­ცემს, მა­შინ­ვე მა­მას ვუ­რე­კავ და რა­საც მე­ტყვის იმას ვას­მევ პა­ტა­რას. მარ­თა­ლია, პე­დი­ატ­რი არ არის, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი.

 

- შვი­ლე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბა რო­გორ მი­ი­ღო?

 

- არ ჩა­რე­უ­ლა, კარ­გად მი­ი­ღო ორი­ვე სიძე. თა­ვი­დან­ვე სიმ­პა­ტი­ე­ბით იყო მათ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი. პა­ა­ტა ძა­ლი­ან თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მაა, ზუს­ტად ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­გო­რიც ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩანს.

 

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით მამა მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და...

 

- ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ვგიჟ­დე­ბი ხა­თუ­ნა ისე მიყ­ვარს, ძა­ლი­ან კარ­გი ქა­ლია და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ პა­ა­ტა ბედ­ნი­ე­რია.

 

 

- პრო­ფე­სია რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ტყუ­პებ­მა?

 

- მე შევ­ცდი, იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რაც სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ახლა დი­ზა­ი­ნის გან­ხრით ვსწავ­ლობ და ჩემ მე­გო­ბარ­თან ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ჩან­თებს კე­რავს, შო­პინგ მე­ნე­ჯე­რი ვარ.

 

ჩემს დას, ტა­ტას ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და მა­მას სამ­სა­ხუ­რი, უამ­რავ კი­თხვას უს­ვამ­და. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და სკო­ლა­ში ბი­ო­ლო­გი­ას, ფი­ზი­კას, ქი­მი­ას. პა­ა­ტას რჩე­ვით, მა­მის პრო­ფე­სია აირ­ჩია და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია არ­ჩე­ვა­ნით. ახლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს და ბაქ­ტე­რი­ებს იკ­ვლევს.

 

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დები ვართ, მაგ­რამ ის ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რია. ყო­ველ­თვის ერ­თად ვართ, რო­დე­საც კი დროს გა­მოვ­ნა­ხავთ. ორი შვი­ლი მყავს, ოთხი წლის და 11 თვის. მი­ხა­რია, რომ უფ­რო­სი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და სა­ერ­თოდ არ ეჭ­ვი­ა­ნობს დედ­მა­მიშ­ვილ­ზე.

 

 

- კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ მამა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

 

- მამა და ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი ყვე­ლა ბრი­ფინ­გებ­ზე ისე ამომ­წუ­რა­ვად სა­უბ­რო­ბენ, რომ სახ­ლში და­მა­ტე­ბით აღარ ვუს­ვამთ კი­თხვებს. ჭო­რე­ბი რომ ვრცელ­დე­ბო­და, ცხრა ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნაო, ეგ­რე­ვე ტა­ტას ვწერ, ტატ, ჰო ტყუ­ი­ლია? - ისიც მამ­შვი­დებს ხოლ­მე.

 

მა­მა­ზე ასეთ დროს ვნერ­ვი­უ­ლობ, იმი­ტომ რომ სულ და­კა­ვე­ბუ­ლია და ვერ იც­ლის. ვცდი­ლობ ხში­რად არ შე­ვა­წუ­ხო ჩემი ზა­რე­ბით. ერ­თა­დერ­თი რაც ვკი­თხე ამ პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ზე, ბავ­შვი ხომ გა­ვუშ­ვა ბაღ­ში-მეთ­ქი.

 

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სე­ნა, ბაღ­ში და­იგ­ვი­ა­ნა ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა და დიდი ამ­ბა­ვი ატყდაო...

 

- დიახ, ჩემ შვილ­ზე სა­უბ­რობ­და. ბაღ­ში მე­ხუმრნენ, გუ­შინ რომ და­იგ­ვი­ა­ნეთ, ვი­ფიქ­რეთ, ბაღი ხომ არ დავ­კე­ტოთ-თქო. რა თქმა უნდა, მის გამო ბაღს არა­ვინ და­კე­ტავ­და.

 

 

 

ambebi.ge

10-03-2020, 22:52    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი