შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის საყურადღებოდ!

გაზეთ «საქართველო და და მსოფლიოში» გამოქვეყნდა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლის, ბიზნესვუმენ ელენე ჩიტუაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ქალბატონი ელენე საუბრობდა იმაზე, თუ როგორ წაართვა გორის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა ვანო მერაბიშვილის მფარველობის ქვეშ მყოფმა ივანე გოგლიძემ და როგორ აქცია მან ბრენდ «კულად» ელენეს მიერ ფეხზე დაყენებული საწარმო. ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ქალბატონ ელენე ჩიტუაშვილს შინ 3 უცხო პირი მიადგა.

 

_ 6 თებერვალს, საღამოს საათებში, ჩემთან 3 თუ 4 სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი მოსულა (მე პირველ სართულზე, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ), იმხანად შინ არ ვიმყოფებოდი და ერთ-ერთ მამაკაცს  მეზობლისთვის უკითხავს, ამ ეზოში ბინა ხომ არ ქირავდებაო? მეზობლის ქალს უთქვამს, ჩემ ქვემოთ ბინა გაქირავებულიაო. შემდეგ უცნობ მამაკაცს უკითხავს, ამ ბინაში ხომ ელენე ცხოვრობს, ჩემი ახლობელია და მაინტერესებს, რომელი კარით სარგებლობსო? ჩემ ბინას ორი მხრიდან აქვს შესასვლელი. მოკლედ, დაუწყია ჩემი მეზობლის დაკითხვა, შინ რომელ საათზე ბრუნდებიან ელენე და მისი ოჯახის წევრებიო, განსაკუთრებით ჩემი უფროსი ვაჟით დაინტერესებულან, რადგან ისიც კი სცოდნიათ, რომ ჩემი მეუღლე ერთი კვირის წინ იტალიაში გაემგზავრა. ჩემი ტელეფონის ნომერიც უთხოვიათ მეზობლისთვის და, რადგან არ მისცა, გამოემშიდობა და წავიდა.

 

ცოტა ხანში მეზობელი ისევ გამოსულა აივანზე და დაუნახავს, რომ პირველ სართულზე, ანუ ჩემი ბინის შესასვლელთან მდგარან და ჩემი ბინის კარს ტელეფონით სურათებს უღებდნენ. ერთ-ერთს ისიც უთქვამს, მართლა არ არიან შინ და შაბათ-კვირას «დავუსატკავოთო». თავზე დამდგარი მეზობელი რომ დაუნახავთ, დაბნეულან და მალევე გაცლიან იქაურობას. არ ვიცი, მეზობელი როგორ და რით მიხვდა, მაგრამ დარწუნებით მითხრა, ეს ადამიანები სამართალდამცავები იყვნენო.

 

როდესაც შინ დავბრუნდი და მეზობელმა ყველაფერი დეტალურად მიამბო და აღმიწერა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც სპეციფიკური გარეგნობა აქვს, მაშინვე მივხვდი, ვისზეც იყო საუბარი. მოვიძიე ამ პიროვნების ნომერი, დავურეკე და ვკითხე, რა გინდოდა ჩემს სახლთან, რატომ მეძებდი-მეთქი? უარყო, მე არ  ვყოფილვარო. შემდეგ ვუთხარი, ჩემს ეზოში კამერა აყენია, ჩანაწერი ვნახე და გიცანი-მეთქი და გამოტყდა _ კაი, კაი, მე ვიყავიო. როდესაც ვკითხე «სტუმრობის» მიზეზი და ის, თუ რატომ უღებდნენ ჩემი ბინის კარსა და ფანჯარას ფოტოებს, მიპასუხა: მე იმ ადამიანებს, უბრალოდ, გამოვყევი, რომ შენი სახლი მესწავლებინა, რაც შეეხება ფოტოებს, არ ვიღებდით, მობილურს შენს ფანჯარაში ვანათებდით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შინ ნამდვილად არ იყავიო. ამ პიროვნებას ვუთხარი, ჩემი ნომერი მიეცი მათ, ვინც მეძებს და დამირეკონ-მეთქი, მაგრამ დღემდე არავის დაურეკავს. არ ვიცი, რა უნდათ _ ჩემი შეშინება თუ დაშინება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას ცდილობენ...

 

_ ვინ იყო ის პიროვნება, ვინც ამოიცანით?

 

_ საააშვილის დაცვის ყოფილი წევრი. ჯერჯერობით მისი ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებ, რადგან მაინტერესებს, ამჯერად თუ დაინტერესდებიან სამართალდამცველები.

 

ესაუბრა

 

ნინო მაისურაძე

20-02-2014, 02:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი