როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება 1 კვირაში - ახალი კორონა ვირუსის ეფექტი საფონდო ბირჟებზე

მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონება გასული კვირის განმავლობაში 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომელსაც ინფორმაციის დასტურად მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე არსებული ვითარება მოჰყავს, სადაც ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე ინდექსები დაეცა.

 

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა სამმა ადამიანმა Amazon-ის ხელძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა და LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელძღვანელმა ბერნი სანდერსმა ყველაზე მეტად იზარალეს ბოლო შვიდი დღის განმავლობაში. სააგენტოს ცნობით, მათმა ჯამურმა დანაკარგმა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

გაზეთ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირა გახდა ამერიკის საფონდო ბირჟებისთვის ყველაზე წარუმატებელი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. Dow Jones-მა ამ ერთ კვირაში 12,4%-ით იკლო, S&P 500-ის ინდექსმა - 11,5%, Nasdaq-მა კი - 10,5%.

 

მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 180 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, 23 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5.55 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 1-ლი მარტის მდგომარეობით კი - 5.37 მლრდ დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზეა.

 

5.37 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.38 მილიონი უნცია ოქრო და 104 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0261%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 85%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.36%-ს.

 

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

 

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

 

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

 

 

 

bpn.ge

 

 

2-03-2020, 23:55    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი