თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

 

ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატასიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოსდამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი.

თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივებაჩვენი მიზანიამომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთრაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროსმოხარული ვართრომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა -  გიორგი ვახტანგიშვილითიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი.

სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხებარომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობსმომხმარებლის თანხმობის შემთხვევაშისაპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება.

28-02-2020, 00:12    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი