თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - გიორგი თხელიძემ მოაწერეს.

 

თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში,  სემინარებში, ვორქშოპებში.

 

ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის - TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები - ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე - Abbvie იმუშავეს. გამარჯვებულმა გუნდმა თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქცია მიიღო.

 

პროგრამის - TBC Camp მიზანი სტუდენტების მიერ რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობა იყო. TBC Camp 2019 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ჩაინტეგრირდა. სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს, რომლებიც თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, სტუდენტებისთვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ქეისების განხილვასა და თიბისის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.

 

ახალი თაობა, ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

 

200 სტიპენდიატი

თიბისის სტიპენდიატები თიბისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტიაუკვე მეორე წელია, სხვადასხვა ორგანიზაციასთანსკოლასთან თუ კერძო პირთან ერთადთიბისი არჩევს ნიჭიერ ბავშვებსრომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათპროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა თიბისიმ პატარა გამომგონებლებიმათემატიკოსებიმოცეკვავეებიმხატვრებიმუსიკოსებისპორტსმენები იპოვარომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენთიბისი

სტატუსის პროექტი - Status Donates

Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაარომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელითახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელსპროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

საგანმანათლებლო ექსკურსიები

თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი  გამოფენების ფარგლებშისკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებითსაგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

პარტნიორობა განათლებისთვის

თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობსმაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებმასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი -  ლადო აფხაზავა კისამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

პარტნიორობა განათლებისათვის

თიბისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA- კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

სპეციალური შეთავაზებები

საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდასკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

24-02-2020, 23:43    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი