XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე საუკეთესო ინვესტორად "აი გრუპი" დასახელ

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებდა.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეოთხედ საუკეთესო ინვესტორები დაჯილდოვდნენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურმ გამოავლინა, რომლებსაც ეკონომიკის ექსპერტი და მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ცუცქირიძე ხელმძღვანელობდა.  

 

 

წლის საუკეთესო ინვესტორად ჟიურიმ „აი გრუპი“ დაასახელა.

 

წლის საუკეთსო დამსაქმებელი  „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ გახდა.

 

ბუჯეტში შეტანილი ყველაზე მეტი კონტრიბუციისთვის „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დასახელდა.

 

ჟიურის წევრებმა წლის უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიდ  „არემჯი“ დაასახელს  და მას ასევე, გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“. 

 

 

Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 

 

გასული წლების Investment Award - ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

 

 

1.     ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი

 

2.     ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი

 

3.     დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

 

 

 

შეგახსენებთ, რომ XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

2-12-2019, 21:43    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი