„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

"ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრანპრი გადაეცემა," - ამის შესახებ მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კომპანიების შერჩევა 14 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. ამ კვლევებს კი - საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბი“ დიდი ხანია აწარმოებს.  

 

„ბიზნესის დაჯილდოება 1995 წელს დავაარსეთ. იდეა, რა თქმა უნდა, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“ ეკუთვნის და მას შემდეგ ყოველწლიურად ვატარებთ. ჩვენი იდეა იყო, რომ საქართველოში ბიზნესი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ძალა წარმოჩენილიყო და ვფიქრობ, ეს შევძელით. 20 წლის წინ პირველი დაჯილდოების ცერემონიალი სწორედ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“   დარბაზში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული 11 კომპანია იყო. მაშინ „თიბისი ჯგუფმა“ გაიმარჯვა. იქიდან მოყოლებული ბიზნეს რეიტინგს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და მონაწილე კომპანიებიც მრავლდებიან. 

 

კომპანიების შერჩევა 14 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. ამ კვლევებს კი - საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბი“ დიდი ხანია აწარმოებს.  

 

ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრამპრი გადაეცემა. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში თითქმის ყველა კომპანია ჯილდოვდება. 

 

წელს სიახლე გვაქვს, ჩვენ 3-4 წლის წინ ჟიური შევქმენით, რომელიც ისეთი კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომლებიც საქმის ყურში არიან, თუ რა ხდება ეკონომიკასა და ბიზნესში. ჟიურის ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხელმძღვანელობს. ჟიურიმ პრიზი „წლის ინვესტორი“ დააწესა, რომელსაც ის იმ კომპანიებიდან ირჩევს, რომლებიც საინვესტიციო პროექტებზე არიან წარდგენილები. მათ ასევე ბიუჯეტში საუკეთესო გადამხდელის, ექსპორტიორის, დამსაქმებლისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრიზები დააწესეს. შესაბამისად, სხვადასხვა ჯილდოები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კომპანიებს გადაეცემათ, იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნეს რეიტინგის რეიტინგი მაღალია, რადგან ის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც სტატისტიკის სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის მიხედვით ეს პრიზები ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური პრიზები არ არის, ისინი მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზეა დაყრდნობილი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში, ქვეყანაში უმსხვილესი ექსპორტიორი, ქვეყანაში ყველაზე პასუხისმგებლიანი სოციალური კომპანია და ქვეყანაში ყველაზე კარგი დამსაქმებელი ამ დარბაზში იმყოფება. გარდა იმისა, რომ გრამპრის თვითონ ბიზნესმენები ირჩევენ და საუკეთესო ინვესტორსაც ამ დარბაზში ირჩევენ“,- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. გამარჯვებული კომპანია და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

„მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს კოლეგების მხრიდან ძალიან დიდი აღიარებაა.

 

ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა ქართულ ბიზნესში. საიუბილეო მეოცე წელია უკვე და თვითონ ეს წლებიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, „ჯორჯიან თაიმსაა და „გორბს“ პატიოსანი არჩევნებისთვის,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.

28-11-2019, 21:38    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი