25 ნოემბერი, დღე როცა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მსოფლიო კალენდარზე ნარინჯისფრად აღნიშნავს!

ჩვენს პლანეტაზე ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, საქართველოში ყოველი მეშვიდე! საქართველოში დაზარალებული ქალების თითქმის 70% ამ თემაზე გაჩუმებას ამჯობინებს! საამისოდ კი ბევრი „მიზეზი“ გვაქვს.

 

ჩვენ ხომ გვირჩევნია საჩვენებელი ცხოვრება გვქონდეს. ვითამაშოთ: ბედნიერი მეუღლის, ბედნიერი დედის, ბედნიერი თანამშრომლის. ბედნიერი ქალის როლი !

ქალის, რომელმაც ზუსტად იცის: რომ ხმის ამოღება სირცხვილია, 

რომ ეს ბოლო იყო და რომ მოძალადე ხვალიდან გამოსწორდება,

რომ ოჯახისთვის და შვილებისთვის ასე ჯობია,

რომ მოძალადესთან მუშაობა ხელფასი გამო უნდა აიტანო,

რომ ტრადიციები მორჩილებას  გვავალდებულებს,

რომ ღმერთს ჩვენ უფრო ნაკლებად ვუყვარვართ! 

მეტიც, თანახმა ვართ საკუთარი თავი მოვატყუოთ და დავაჯეროთ,რომ  თმენა ჩვენი ვალდებულებაა!

არად ყველაფერი პირიქითაა - ძალადობა შობს ძალადობას !

რას იტყვიან მეზობლები, რას იტყვის ხალხი?! 

კითხვები, რომელთა უკანაც ახლა შენ  იმალები... სინამდვილეში შენი არ არის!

თავს მოგახვიეს: ნათესავებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, საზოგადოებამ!

გახსოვდეს,რომ ერთხელ იბადები.

იბადები ქალად და ეს შენი ცხოვრებაა, შენი მოცემულობაა!

არავის აქვს უფლება დაგიკვეთოს: ძლიერი უნდა იყო თუ სუსტი, სამზარეულოში უნდა იტრიალო თუ პარლამენტში, დედა უნდა გახდე თუ მონაზონი, ვარდისფერი უნდა გეცვას თუ შავი.

არავის აქვს უფლება გმართოს:  შიშით, მანიპულაციით, შანტაჟით, ძალადობით!

ახლა კი, გაჩუმებით შენ ძალადობის მსხვერპლის ცხოვრებას ირჩევ!

უარს ამბობ ყველა იმ წარმატებულ, ბედნიერ და თავისუფალ წუთზე რომელიც უნდა გაიარო! 

შენი გაჩუმებით მაგალითს აძლევ: შვილებს, მამკაცებს, ქალებს, რომ ძალადობა აუცილებლად გაგრძელება ექნება და კიდევ ბევრი ქალი აღმოჩნდება შენს მდგომარეობაში!

ამიტომ დროს ნუღარ წელავ შეწყვიტე ეს ძალადობა!

ხმა ამოიღე!

ითხოვე დახმარება!

იბრძოლე შენი უფლებებისათვის ! 

მე ეს შევძელი, ამას შელებ შენც! 

დღეს ჩემი „წითელი ხაზები“-ც ნარინჯისფერია!

 

პროექტ „წითელი ხაზები“

ხელმძღვანელი ხათუნა კეთილაძე

 

23-11-2019, 18:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი