"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე

84 წლის ასაკ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გე­ნი­ა­ლუ­რი გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უკ­ვდა­ვი კი­ნო­მუ­სი­კა: "არ და­ი­დარ­დო", "ქვევ­რი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "მი­მი­ნო", "შე­რე­კი­ლე­ბი", "როცა აყ­ვავ­და ნუში" და სხვა.

 

ასე­ვე - ოპე­რა "და არს მუ­სი­კა" (1983წ.), 6 სიმ­ფო­ნია, კონ­ცერ­ტი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1962 წ.); ლარ­გო და ალ­ლეგ­რო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ლი­ტავ­რე­ბი­სათ­ვის (1963 წ.); "სევ­და ნა­თე­ლი" - ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დის, ორი სო­ლის­ტი­სა და დიდი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1985 წ.); მუ­სი­კა სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის: "ხა­ნუ­მა", "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "რი­ჩარდ III"; (შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დად­გმე­ბი)...

 

ჟურ­ნალ OK!-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა თაკო გვა­ზა­ვამ 2019 წლის მარ­ტში გე­ნი­ა­ლურ კომ­პო­ზი­ტორ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

 

"მე გა­მო­ვი­ა­რე საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბა. თუ მი­ვაღ­წიე, წელს 84 წელი შე­მის­რულ­დე­ბა... ჯერ მინ­და მო­გიყ­ვეთ იმა­ზე, თუ რას მო­ვეს­წა­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა ინატ­რებ­და ასეთ ბედ-იღ­ბალს. მე ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ დი­რი­ჟო­რებ­თან, შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, მო­ვი­ა­რე თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო და მოს­მე­ნი­ლი მაქვს ჩემი მუ­სი­კა სა­უ­კე­თე­სო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

 

რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ ამ ყვე­ლაფ­რის ჩა­მოთ­ვლას, რად­გან ეს დიდ დროს წაგ­ვარ­თმევს, მაგ­რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა.

 

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - თუ ასე ბედ­ნი­ე­რი ბრძან­დე­ბით, რა­ტომ წერთ ასეთ ტრა­გი­კულ მუ­სი­კას? მე ვპა­სუ­ხობ: თქვენ გნე­ბავთ, რომ უბე­დუ­რი ვიყო და დავ­წე­რო ხა­ლი­სი­ა­ნი მუ­სი­კა? ტრა­გი­კულ მუ­სი­კას იმი­ტომ ვწერ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა, გარ­შე­მო რაც ხდე­ბა, ჩემს სამ­შობ­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­ში, არა­სო­დეს მაძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, და­მე­წე­რა სხვა­ნა­ი­რი მუ­სი­კა. ამი­ტომ ის ძი­რი­თა­დად სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლია.

 

მე მო­გი­ყე­ვით, რას მო­ვეს­წა­რი. ახლა კი მო­გიყ­ვე­ბით იმას, რა­საც ვერ მო­ვეს­წრე­ბი.

 

სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვეს­წრე­ბი ჩემს ქა­ლაქ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი, ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის და­ფუძ­ნე­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რო­დის შეს­რულ­დე­ბა მო­ცარ­ტი, ბრამ­სი, ბახი, სტრა­ვინ­სკი და ასე შემ­დეგ.

 

იგი­ვეს ნატ­რობ­და ჩემ­თან ერ­თად ჯან­სუღ კა­ხი­ძე, მაგ­რამ ამას ვერ მო­ეს­წრო ის და ვერ მო­ვეს­წრე­ბი მეც. ქვე­ყა­ნა და ერი, სა­დაც ეს კლა­სი­კო­სე­ბი ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ სრულ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ერად.

 

 

 

იცით, კი­დევ რას ვერ მო­ვეს­წრე­ბი? რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბი არ მი­ა­ყე­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფას, სი­ძულ­ვილს და გესლს. აი, ამას ვერ მო­ვეს­წრე­ბი..."

 

- ბა­ტო­ნო გია, გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი პე­რი­ო­დი.

 

- ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან. მე მყავს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩვენ 52-ე წე­ლია ერ­თად ვართ და კარ­გად მეს­მის, რა მძი­მე და რთუ­ლი იყო ჩემი გაძ­ლე­ბა. ჩვენ გვყავს ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი − ნატო და სან­დრო; სა­ო­ცა­რი რძა­ლი – მა­რი­კა გო­გო­რიშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მართ ისე­თი­ვე გრძნო­ბე­ბი მაქვს, რო­გო­რიც ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ. გვყავს ოთხი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი შვი­ლიშ­ვი­ლი.

 

გია ყან­ჩე­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ფოტო: day.az

ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ხა­რულ­თან, ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან, სიმ­შვი­დეს­თან.

 

...რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის ვგრძნობ ბედ­ნი­ე­რე­ბას მუ­სი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა მთავ­რდე­ბა ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი − რო­გორც წესი, ძა­ლი­ან ჩუ­მად და ნელა. შემ­დეგ ეს გა­და­დის დარ­ბაზ­ში და სი­ჩუ­მე გრძელ­დე­ბა ხუთი, რვა, ათი წამი... აი, მა­შინ ვარ მე ბედ­ნი­ე­რი, რად­გან ვგრძნობ – შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კა სწო­რად იქნა აღ­ქმუ­ლი დარ­ბა­ზის მიერ.

 

ხში­რად მო­მი­ყო­ლია, მაგ­რამ მინ­და თქვენც მო­გიყ­ვეთ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ: ლე­იფ­ცი­გის გე­ვანდჰა­უ­ზის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი იყო კურტ მა­ზუ­რი, რო­მელ­მაც შე­მიკ­ვე­თა მე-6 სიმ­ფო­ნია და ლე­იფ­ციგ­ში შე­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ გა­ვი­და დრო და დად­გა დღე, როცა გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის 40 წლის­თა­ვი უნდა ეზე­ი­მათ.

 

გერ­მა­ნი­ის იმ­დრო­ინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ კურტ მა­ზურს სთხო­ვა, გა­ე­მარ­თა კონ­ცერ­ტი, სა­დაც აჟ­ღერ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­მარ­ჯვე­ბა გერ­მა­ნი­ა­ზე. კურტ მა­ზურ­მა და­უ­რე­კა ჩემს მე­გო­ბარს, ალფ­რედ შნიტ­კეს და სთხო­ვა: ალფ­რედ, მე ვიცი, რომ ბა­ტო­ნი გია ხა­ლი­სი­ან მუ­სი­კას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხ­ვდე­ბა ამ თა­რიღს ფან­ფა­რე­ბით. და­უ­რე­კე და სთხო­ვე, იქ­ნებ და­წე­როს რამე, რა­საც ამ დღეს შე­ვას­რუ­ლებ.

 

მა­შინ დავ­წე­რე „სევ­და ნა­თე­ლი“. ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­დაც სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად მღე­რის ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დი და სა­დაც არის ამო­ნა­რი­დე­ბი ოთხი პო­ე­ტის: შექ­სპი­რის, გო­ე­თეს, პუშ­კი­ნის და გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან.

 

მე და ჩემი მე­უღ­ლე წა­ვე­დით პრე­მი­ე­რა­ზე. ნა­წარ­მო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 35 წუთი გრძელ­დე­ბა. დას­რულ­და.

 

დარ­ბა­ზი ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, ჩა­მო­ვარ­და სი­ჩუ­მე. კურტ მა­ზუ­რი დგას, ორ­კესტრი ზის, დარ­ბა­ზი გა­რინ­დე­ბუ­ლია და ასე გა­დის 10, 15, 20 წამი...

 

მე უკვე ვე­კი­თხე­ბი მე­უღ­ლეს: გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა? ეს დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და. გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში კურტ მა­ზუ­რი ჩა­მო­ვი­და პულ­ტი­დან, ხელი ჩა­მო­არ­თვა კონ­ცერ­ტმე­ის­ტერს და აი, მა­შინ და­ი­წყო დარ­ბა­ზის რე­აქ­ცია. რომ მოვ­დი­ო­დი, გად­მომ­ცეს მაგ­ნი­ტუ­რი ფირი, სა­დაც ჩა­წე­რი­ლი იყო ეს კონ­ცერ­ტი.

 

ვი­ნა­ი­დან ხან­და­ხან მულ­ტფილ­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, შინ წამმ­ზო­მი მქონ­და და რო­გორც კი სახ­ლში მო­ვე­დი, გავ­ზო­მე ეს სი­ჩუ­მე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 40 წამი გრძელ­დე­ბო­და. სწო­რედ ეს იყო ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი იბ­მე­ბა დარ­ბაზ­სა და სცე­ნას შო­რის..."

3-10-2019, 15:25    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი