არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებული კორუფციული სქემის შესწავლას იწყებს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მისაღები გამოცდების დროს, მიმდინარე ელიტარული გარიგებები, აღიარებულ სტანდარტად ჩამოყალიბდა. ვინ დგას ამ სქემის უკან? როგორ აისახება ის დაჩაგრული ახალგაზრდების ფსიქიკაზე და მომავალ კარიერაზე?! გასული წლების შედეგებიდან და ჩივილებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები წელს ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ხელოვნების სფეროში მიმდინარე მისაღები გამოცდების პროცესებს. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ქულების სავარაუდო გაყალბება სახელმწიფო კონსერვატორიაში გამოიკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტებზე დაყრდნობით საკითხის სიღრმისეულ შესწავლას იწყებს. "ჩვენ დაგისახელებთ იმ პიროვნებას  ვინც ამ კლანურ გარიგებას ხელმძღავნელობს, პედაგოგებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ჩართულნი არიან აბიტურიენტებთან ბრძოლაში, ასევე იმ გვარებს ვისი ზარებითაც იწერება მაღალი ქულები. კორუფცია პირველ რიგში აზიანებს აბიტურიენტებს, ირღვევა მათი მორალური უფლებები, ილახება რეპუტაცია, რაც საბოლოოდ ახალგაზრდების ფსიქიკაზეც აისახება. სწორედ ამ მიზნით გვსურს დავიცვათ ასეთი ახალგაზრდების უფლებები და ფართო მასების წინაშე წარვადგინოთ, კორუმპირებული პირების ქართულ - რუსული საბჭოთა სკოლის მოდელი. ჩვენ მიზანია, დავამარცხოთ ზემოთხსენებული კორუფციას." - გვესაუბრა უფლება დამცველი.

 

27-06-2019, 12:40    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი