EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელდაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოშიაღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეოხუთედ მიიღო. 

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ 
სარაევოში გაიმართასადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018  წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს

ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტიაჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურადუჭერენ  მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებასჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთორგანიზაციებთან თანამშრომლობადღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურსგამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემაფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმაფრანცისმალიგმა

EBRD-
ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდამიზნად ისახავს საერთაშორისოვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებშისადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებსპროგრამისფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორებისიმპორტიორებისა დადისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერადდღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობსხოლო800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება

თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

 

10-05-2019, 13:59    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი