ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის მხარდაჭერით NASA-ში გაემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ გახდა.

 

პროექტის ავტორები - თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა „Aia-Gess“-ისა და ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე თიბისის სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი - „მოძრაობის სკანერი“ გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1 კვირიან კურსს გაივლიან.

 

მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე“ დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - “სილქნეტი”.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.

2-04-2019, 00:06    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი