საქართველოში ავტოტრანსპორტის 91% ათ წელზე უფრო ძველია

ავტოტრანსპორტის 91% ათ წელზე უფრო ძველია. ამის შესახებ ავტოპარკის 2017 წლის მონაცემებშია აღნიშნული.

 

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი - 91% 2008 წლამდეა წარმოებული. რაც შეეხება ახალ, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ავტოპარკის მხოლოდ 1,2%-ს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ხოლო 2017 წელს ზრდის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა.

 

28-02-2019, 01:35    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი