ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური გაუმჯებესების მიზნით სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგამა იხსნება

ხვალ, 28 თებერვალს, 11:00 საათზე ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი  და USAID მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი ანაკლიის სასწავლო ცენტრს გახსნიან და საგრანტო პროგრამას გამოაცხადებენ.

 

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარება. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

27-02-2019, 19:13    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი