მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

კატა თუ ძაღლი? - წლებია, ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია. დღეს სტატიაში გაგაცნობთ ერთ საინტერესო ფაქტს, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს თქვენს გადაწყვეტილებაზე, როცა შინაური ცხოველის არჩევაზე დაფიქრდებით.

 

 

ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ძაღლებს შეუძლიათ დაადგინონ, რამდენად სანდოა ესა თუ ის ადამიანი. მათ ნამდვილი დეტექტივის თვისებები აღმოაჩნდათ.

 

 

კვლევა იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტში ჩატარდა აკიკო ტაკაოკას მიერ. მეცნიერს და მის კოლეგებს აინტერესებდათ, ენდობოდა თუ არა ძაღლი იმ ადამიანს, რომელიც მოატყუებდა. მკვლევრებმა ექსპერიმენტი 3 ფაზად დაყვეს. უნდოდათ, გაეგოთ, მიხვდებოდა თუ არა ძაღლი, რომ ადამიანი სანდო არ იყო.

 

 

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ კვლევას პოტენციური გავლენა აქვს ძაღლების ქცევის შესწავლაზე. კვლევის მიხედვით, ძაღლებს ურჩევნიათ, სამყარო სანდო იყოს, - ამბობს ჯონ ბრედშოვი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან.

 

 

 

კვლევა ასეთი იყო: პატრონმა ძაღლს საჭმლით სავსე კონტეინერზე მიუთითა. ძაღლი მასთან მივიდა. შემდეგ კი ცარიელ კონტეინერზე მიუთითა. ძაღლი მოტყუვდა და ისევ მივიდა კონტეინერთან.

 

 

ცნობილი იყო, რომ ძაღლები მიდიოდნენ საგანთან, რომელზეც პატრონი მიუთითებდათ. ასე რომ, დამტკიცებული იყო, ექსპერიმენტში მონაწილე ძაღლებს ადამიანის ჟესტები ესმოდათ. როგორც წესი, თუ ჟესტი გაურკვეველია, ძაღლები ისტრესებიან და ნერვიულობენ.

 

 

მესამე ჯერზე ძაღლები აღარ მივიდნენ კონტეინერთან. ისინი მატყუარას არ ენდნენ. ექსპერიმენტში მონაწილეობა 34-მა ძაღლმა მიიღო და ყველამ ერთი და იგივე შედეგი აჩვენა. ასე რომ, ძაღლები საკუთარ გამოცდილებას იყენებენ, რომ გაიგონ, სანდოა თუ არა ადამიანი.

 

 

მისტერ ტაკაოკა აპირებს, იგივე ესპერიმენტი მგლებზეც ჩაატაროს, რადგან ისინი ძაღლების უახლოესი ნათესავები არიან. ეს ექსპერიმენტი კი იმასაც ამტკიცებს, რომ ძაღლები ცნობისმოყვარეები არიან და ახალი რაღაცები აინტერესებთ.

 

 

 

სხვა კვლევების მიხედვით, ძაღლი იმ ადამიანებსაც აქცევს ყურადღებას, რომლებსაც მის პატრონთან აქვთ კონტაქტი.

 

ექსპერიმენტში ძაღლის პატრონი დახმარებას სთხოვდა ადამიანებს, შემდეგ კი ისინი ცდილობდნენ, ძაღლს მოფერებოდნენ. შედეგმა ყველა გააოცა!

 

 

ძაღლები მოფერების უფლებას არ აძლევდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ პატრონებს უხეშად ექცეოდნენ. ამჯობინებდნენ, იმათგან მიეღოთ საკვები, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა მათ პატრონს. ასევე, აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებსაც აძლევდნენ მოფერების უფლებას, ვინც პატრონი უპასუხოდ დატოვა; ძაღლების ნდობის მოპოვება მხოლოდ მათ ვერ შეძლეს, ვინც პატრონებს აგრესიულად და უხეშად ექცეოდა.

 

 

 

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს ესმით კომუნიკაციის ხასიათი თავიანთ პატრონსა და მის ნაცნობებს შორის. ექსპერიმენტში ძაღლის პატრონები ადამიანების 2 ჯგუფს თხოვდნენ დახმარებას. ძაღლებმა სოციალური წესების კარგად გაგების უნარი გამოავლინეს. ისინი გაურბოდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც იმედი გაუცრუა მათ პატრონს.

 

 

 

აქამდე დამტკიცებული იყო, რომ ძაღლებს ჩვენი ჟესტებისა და სახის მიმიკების კითხვა შეეძლოთ. ახლა მათზე მეტი ვიცით და ისიც აღმოვაჩინეთ, რომ გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გვეგონა! მათ შეუძლიათ ჟესტების გაშიფვრა და იმის გადაწყვეტა, მიჰყვნენ თუ არა სოციალურ წესებს. თუმცა, კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ძაღლები მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ და არ ფიქრობენ წარსულსა და მომავალზე.

 

 

თუ ძაღლს მოატყუებთ ან შეცდომაში შეიყვანთ, შეიძლება ის აღარ გენდოთ და აღარ დაგემორჩილოთ. ხოლო თუ მას თქვენი მეგობრები არ მოსწონს, იქნებ დაფიქრდეთ, რამდენად სანდოა თქვენი მეგობრობა?

4-05-2019, 02:29    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი