ჰენრიკ ჰოლოლეი: „საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტული პროექტია"

 

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში ჰენრიკ ჰოლოლეი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს, გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს, თავმჯდომარის მოადგილეს საერთაშორისო მიმართულებით თედო ჯაფარიძეს და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ჰენრიკ ჰოლოლეიმ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, პროექტისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა რომ „საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული პროექტია".

 

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. სადღეისოდ საქართველოს პორტებს არ შეუძლიათ გემების 75%–ის მიღება იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არამარტო პორტი იქნება, არამედ ეს იქნება სავაჭრო-ლოგისტიკური ცენტრი, ეს იქნება ეკოსისტემა. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და მონდომებული ვართ, რომ ამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს არის ერთ–ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირ–საქართველოს შორის პრიორიტეტული და რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვნახოთ, რომ ეს პროექტი მიიწევს წინ."- განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ,

 

ჰენრიკ ჰოლოლიეს ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან. ჰოლოლეი მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომის მუშაობაში. მისი ვიზიტისა და აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს.

 

 

30-01-2019, 16:19    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი