იტალიის ელჩის აზრით, ანაკლიის პორტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის შეუცვლელია

საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეფასებითდღესდღეობითინფრასტრუქტურულიმიმართულებითსაქართველო ძალიან საინტერესოა

ელჩმა bm.ge-თან იმ სექტორებსა და პროექტებზე ისაუბრარომლებიც მისი აზრითმნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც - საქართველოსეკონომიკურ განვითარებაშიასევეიტალია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაში

საქართველო ძალიან საინტერესოა ინფრასტრუქტურული მიმართულებითრადგან საინვესტიციო კუთხით წარმოდგენილია მართლაცუპრეცენდენტო და სანაქებო პროექტები - დაწყებული გზებითდამთავრებული ანაკლიის პორტითეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი დაშეუცვლელია საქართველოსროგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, - განაცხადა იტალიის ელჩმა

გარდა ამისაელჩის შეფასებითსაინტერესოა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის უნიკალური საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი,რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია და ფისკალური ბერკეტის ქონა ყოველთვის ეფექტურია ქვეყნისთვისთუმცაინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი

უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესოახელმისაწვდომი სამუშაო ძალის არსებობა ქვეყანაშითუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელიმეწარმეებისთვის მაინც სტაბილურობის განცდაბაზრის ზომა და მისი განჭვრეტადობააჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთადვმუშაობთ იმაზერომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და საინტერესო და პოტენციური სექტორები გამოიკვეთოს, - აღნიშნა ბარტოლიმ.

27-01-2019, 18:22    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი