შუხმანის ღვინს ექსკლუზიური სოფელი

კახეთში, სოფელ კისისხევში, მიმდინარე წლის აპრილიდან შუხმან ვაინს ჯორჯიას, შატოს ტერიტორიაზე გაიხსნება შუხმანის ექსკლუზიური ღვინის სოფელი. ის სრულიად ახალი და უპრეცენდენტო კონცეფციაა ტურისტულ უძრავი ქონების და ღვინის ტურიზმის სექტორში.

 

პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 ვილის აშენებას, რომელიც წელს, ტურისტულ სეზონზე სტუმრებს უმასპინძლებს. მეორე ფაზა კი 2020 წლისთვის განხრციელდება და დამატებით 14 ვილა აშენდება. ექსკლუზიური ვილები, სასტუმროს არსებული 20 ნომრიანი სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი (230-250 დოლარი ღამე). მასში ასევე სხვადასხვა ექსკლუზიური სერვისი იქნება ჩართული. თითოეული ვილა ექსკლუზიური დიზაინის მხოლოდ ქართული ელემენტებითაა შექმნილი. სამშენებლო სამუშაოები 19 - ე საუკუნის ქართული სამშენებლო მასალებითაა შესრულებული, რომელიც ინტერიერს და ექსტერიერს დახვეწილს და განუმეორებელს ხდის. ვილების კომპლექსის გარე ტერიტორიის 80 % ვენახებით იქნება დაფარული. კომპანიის მიზანია, პრემიუმ კლასის ღვინის ტურიზმის განვითარება.

25-01-2019, 22:40    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი