კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ მიმართავს, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე, ტარიფების ცვლილება შეაჩერონ

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

 

კომუნიკაციების კომისია ეხმიანება სატელეკომუნიკაციო კომპანიების განცხადებას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, და აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე, აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

 

 

„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

 

 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.

 

 

 

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

 

 

 

შეგახსენებთ, „ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით.

21-01-2019, 17:00    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი