რა კრიტერიუმებით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფმა XIX ბიზნესრეიტინგის გამარჯვებული კომპანიები?

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა. 

 

 

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები. 

 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ. 

 

 

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია - გრან-პრის მფლობელი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს, გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა. 

 

 

რაც შეეხება გამარჯვებულ ინვესტორ კომპანიას: Investment Award  - ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა. 

 

 

 

საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინვესტორი კომპანია, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც, ექსპერტების ჯგუფით იყო დაკომპლექტებული, „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა.

 

 

„ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული კომპანია.  „საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტმა და ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ ის პრიორიტეტები ჩამოთვალა, რაც აღნიშნული კომპანიის გამარჯვების გამოვლენის დროს მათი მხრიდან იყო გათვალისწინებული:

 

 

 

„შეფასების კრიტერიუმები იყო:

 

 

 

1. ინვესტიციები მოცულობა;

 

2. ბიზნესის უნიკალურობა

 

3. რეიტინგები(საერთაშორისო);

 

4. გაფართოების სტრატეგია;

 

5. დასაქმებული ადამიანები;

 

6. მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისათვის(მომსახურების სფერო, წარმოება);

 

 

 

წელს, საუკეთესო ინვესტორის გამოსავლენად სულ 11 კომპანია იყო წარმოდგენილი ; ჩვენ გამოვარჩიეთ კომპანია „დრიმ ლენდ  ოაზისი ‘’.  მწვანე კონცეფციით  დაპროექტებული,  უმსხვილესი ევროპული ინვესტიციით შექმნილი   კომპლექსი  ასწლოვანი ევკალიპტების  კორომებს შორის,  შავი ზღვის სანაპიროზე,   12 ჰექტარზეა განთავსებული. დრიმლენდ ოაზისი 2017 წელს   საუკეთესო მულტიფუნქციური  და დასასვენებელი კომპლექსის საერთაშორისო სტატუსის ფლობელი გახდა,  2016 წელს კი  ოქროს დამსაქმებლის სტატუსი მოიპოვა.   დასაქმებულია 4000 ადამიანი.“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. 

 

 

 

ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო: ექსპერტების ჯგუფმა რჩეული ბიზნესი გამოავლინა და ასეთ წარმატებულად კომპანია  ,,ჯორჯიან პროდაქტს“ და სოფიო ბარდაველიძე დასახელდა.

 

 

 

„კომპანიების შეფასების კრიტერიუმები იყო:

 

 

 

1. წარმოება;

 

2. ბიზნესის უნიკალურობა;

 

3. ექსპორტზე ორიენტაცია;

 

4. გაფართოების სტრატეგია;

 

5. დასაქმებული ადამიანები;

 

6. მონაწილეობა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“;

 

 

 

„27 წარმოდგენილი კომპანიიდან ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა „ჯორჯიან პროდაქმა“, რომელიც არის ქართულ-გერმანული საწარმო და ახდენს ევროპის ბაზარზე წარმოებული პროდუქციის 100 %-ის ექსპორტს, რომელიც არის ფართო ასორტიმენტის და შინაური ცხოველების აქსესუარებს ამაზდებს, კომპანიში დასაქმებულია 400 მეტი ადამიანი, კომპანია აგრძელებს რა გაფართოებას, უკვე იწყებს ევროპის და შშ-ის ბაზრებზე შინაურ ცხოველთა საკვების გატანასაც, რაც დამატებით  ახალი მაღალ ტექნოლოგიური საწარმოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რომელსაც ანალოგი არც ამიერკავკასიაში და არც რეგიონში არა აქვს.“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

20-12-2018, 18:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი