“ადამიანები, რომლებიც ცვლიან გარემოს“ - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის დაჯილდოვდა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES - ის ყოველწლიური გამოცემის Turning Points-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

 

ადამიანები რომლებიც ცვლიან გარემოს“ - ასე ეწოდება ნომინაციას და ჯილდოსრომელიც მამუკა ხაზარაძეს “საუკუნის სახელებისდაჯილდოების ნაწილშისაუკუნის პროექტის - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გადაეცა.

 

ТHE NEW YORK TIMES-ის ყოველწლიური გამოცემის TURNING POINTS - ის პირველი ლიცენზირებული გამოცემის წარდგენა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტშიგაიმართა. Turning Points - რომელსაც წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენწელს მსოფლიოს 26 ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა ჟურნალი “Turning Points” 2018 წლის საინტერესო კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიებს, ესეებს, ამ სფეროების წარმომადგენლების პორტრეტებსა და ფოტოპროეტებს აერთიანებს, მათ შორისინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან, სათაურით - „უფრო მეტი, ვიდრე ღრმაწყლოვანი პორტი“.

 

გამოცემის წარდგენაზე საუკუნის სახელების საპატიო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორესაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიენათმეცნიერი მზექალა შანიძეკომპოზიტორი გია ყანჩელიკინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები.

 

27-11-2018, 16:57    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი