თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი“ გაიმართა

„სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის“ ორგანიზებითა და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა.

 

ფორუმის მთავარ თემას კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა წარმოადგენდა.

 

ღონისძიებაში მონაწილე იურისტებმა და ეკონომისტებმა კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივაზე, ამ სფეროში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე, ასევე სხვა აქტუალურ  ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

 

ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობას ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, იურიდიული  ფირმების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები იღებდნენ.

 

ფორუმის მიზანია კაპიტალის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც საფინანსო, ისე დაფინანსებით დაინტერესებული კერძო სექტორი - მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები  ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების კურიკულუმში კაპიტალის ბაზრის სამართლის დისციპლინად დამკვიდრებასაც.

 

“სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო და სამეცნიერო საკითხების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებასა და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

 

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და  2017 წლიდან ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბირჟის განვითარებაში.

26-11-2018, 19:50    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი