„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების XIX ტრადიციულ ღონისძიებას 14 დეკემბერს გამართავს

14 დეკემბერს, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, თბილისი გარდენ ჰოლში, ბიზნეს რეიტინიგის დაჯილდოების ტრადიციულ, რიგით მეცხრამეტე  ღონისძიებას გამართავს.

 

ღონისძიება საქართველოში არსებული წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოვლენა-დაჯილდოებას ისახავს მიზნად.  რეიტინგების დათვლას კი,  წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს.  აღსანიშნავია ისიც, რომ მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“,  ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

 

 

წელსაც, ტრადიციულ  მე-19  ბიზნეს რეიტინგში  /2017 - 2018 წ./ საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან, ხოლო საუკეთესოთა შორის საუკეთესო - გრან-პრის მფლობელი, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე  დასახელდება.

 

 

Investment Award  - ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

 

 

Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 

 

წარმოგიდგენთ წლების განმავლობაში პროექტის მხარდამჭერებს:

 

 

 

·         ქალაქ თბილისის მერია

 

·         ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

·         სოფლის მეურნეობის სამინიტრო

 

·         ფინანსთა სამინისტრო

 

·         ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

 

 

               პარტნიორები:

 

 

·         საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

 

·         საერთაშორისო სავაჭრო პალატა

 

·         საპარტნიორო ფონდი

 

·         თანაინვესტირების ფონდი

 

 

 

ღონისძიების მხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი:  

 

 

 

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი 

 

2. იმედი

 

3. იბერია

 

4. ტვ პირველი

 

5. პალიტრა ნიუსი

 

6. საფერავი TV

 

7. რაგბი ტვ

 

8. ობიექტივი

 

9. სტარვიზია

 

10. მუზიკბოქსი

 

11. ფორტუნა

 

12. ავტორადიო

 

13. თბილისელები

 

14. ჯორჯიან თაიმსი

 

15. ჯორჯია თუდეი

 

16. კავკასიან ბიზნეს ვიკი

 

17. რეზონანასი

 

18. პრაიმთაიმი

 

19. ბანკები და ფინანსები

 

20. ქართული სიტყვა

 

21. სვობოდნაია გრუზია

 

22. ბიზნეს მედია

 

23. ფორბსი

 

24. ვერსია

 

25. ქართული აზრი 

 

26. Geotimes.ge

 

27. Award.com.ge

 

28. Kvira.ge

 

29. Georgianpress.ge

 

30. For.ge

 

31. Liderinfo.ge

 

32. NewsDay.ge

 

33. Reportiori.ge

 

34. Economic.ge

 

35. Metronome.ge

 

36. Timer.ge

 

37. Fact2.ge

 

 

 

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

 

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

 

 

 

წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

 

 

1. TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

 

2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

 

3. ყაზბეგი - გოგი თოფაძე

 

4. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

 

5. GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე

 

6. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

 

7. შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

 

8. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

 

9. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

 

10.  შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

 

11.  ჯეოსელი -  ოსმან თურანი

 

12.  ჯეოსელი - ოსმან თურანი

 

13.  ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

 

14.  სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

 

15.  საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

 

16.  ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

 

17.  სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი

 

18.  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - ზურაბ გელენიძე

 

 

 

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

 

საუკეთესო ინვესტორს კი წელსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

 

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

 

 

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 

 

ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

9-11-2018, 17:05    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი