მსოფლიოში ინეტრნეტ-მომხმარებლების რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ინტერნეტ-მომხმარებლების რიცხვმა მსოფლიო მასშტაბით 4,2 მილიარდ ადამიანს მიაღწია, რაც 7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

 

ეს კი ზოგადად დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტია, რომელიც ამ დროისთვის 7,6 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები მოცემულია კომპანიების Hootsuite და We Are Social-ის ერთობლივ კვლევაში. 

 

 

კომპანიების მიერ გამოკითხული ადამიანების 51,6% ინტერნეტში მობილური ტელეფონების საშულებით შედის, 44,1% კომპიუტერების და ნოუთბუქების საშულებით, პლანშეტებით 4,2%, სხვა მოწყობილობებით კი 0,1%. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერებით და ლეპტოპებით ინტერნეტში შესვლის წილი 2%-ით არის გაზრდილი, მობილურებით კი 1%-ით.

 

 

კვლევის მიხედვით, ათიდან ცხრა ინტერნეტ-მომხმარებელი, რომელიმე რითეილერის საიტს თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს, 83% კი ონლაინ შესყიდვას ახორციელებს. ცოტა განსხვავებულია ქალებისა და კაცების ონლაინ შოპინგის ჩვევები, ქალები ონლაინ შოპინგის დროს უფრო მეტად იყენებენ მობილურ აპლიკაციებს, ვიდრე კაცები. ონლაინ შოპინგის მიმდინარეობებს შორის კი ყველაზე პოპულარულად რჩება მოდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ონლაინ შესყიდვების ჩამონათვალში ლიდერობენ.

 

 

წყარო:bpn.ge

 

1-11-2018, 20:52    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი