თბილისის მოდის კვირეული 2018 პომპეზურად დასრულდა

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მდის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს, ღვინის უბანი მასპინძლობდა.

 

 

კვირეულის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 

 

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავდა, რომელთა შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული კი, ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით  დაესწრნენ „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები.

 

 

თბილისის მოდის კვირეულის დახურვის დღეს, 5 დიზაინერის ჩვენება გაიმართა, რომელმაც, დამსწრეთა შეფასებით, ძალიან კარგად ჩაიარა და შესაბამისად, დიზაირების მოლოდინიც გაამართლა. 

 

 

,,დღევანდელ ჩემს კოლექციას ერქვა ,,შუაღამის ტივტივი“. ის თავისი არსით განსხვავებული იყო და ვფიქრობ, შოუც საინტერესო გამოვიდა. ძირითადად, გამოყენებული მქონდა ოთხი ფერი ბეჟის რამდენიმე ტონალობა, - ყავისფერი, მუქი წითელი და შავი. ქსოვილებს რაც შეეხება, მქონდა ბუნებრივი აბრეშუმი. რადგან გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გახლდათ, ასევე, კოლექციაში იყო ტილო და ბამბაც.

 

 

დღევანდელ ჩვენებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ კარგად ჩაიარა  და მოლოდინებიც გაამართლა.“- განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას დიზაინერმა თამარ წითელაძემ.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მოდის კვირეული ხელს უწყობს ქართველი დიზაინრების მიერ შექმნი ნაწარმის გაცნობას როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო მომხმარებლისთვის.

 

22-10-2018, 17:57    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი